суббота, 21 декабря 2013 г.

ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს.
ცხრა დღიანი ტრენინგი-,, პროექტებით სწავლება ", იყო ძალიან დატვირთული, ნაყოფიერი და შედეგის მომცემი ჩემთვის და ჩემი ჯგუფის წევრებისთვის. რომ არა ინტერნეტის უქონლობა ოთხი დღის განმავლობაში, ალბათ უკეთესი შედეგი გვექნებოდა.  ტრენინგებზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება უკეთ დავგეგმო საგაკვეთილო პროცესი, მეტად დავაინტერესო ჩემი მოსწავლეები და გავზარდო ჩემი მოსწავლეების ჩართულობა სწავლების პროცესში. უღრმეს მადლობას ვუხდი ჩემი და ჩემი ჯგუფის სახელით ჩვენს ტრენერს ქალბატონ ლილი ზოიძეს ჩვენდამი გაწეული უდიდესი შრომისთვის და ასეთი თბილი და გულისხმიერი  დამოკიდებულებისთვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინისტროს იმისთვის, რომ ზრუნავს ჩვენს პროფესიულ განვითარებაზე. მინდა საქართველოს პედაგოგების სახელით ვთხოვო განათლების სამინისროს, რომ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უკეთესად შესასწავლად კიდევ დაგვიგეგმოს ასეთი სახის ტრენინგები.
ცხრადღიანი ტრეინგის განმავლობაში ვმუშაობდი პროექტზე ,, რა ხდება დედამიწის იქით?", რომლის პრეზენტაციაც წარმოვადგინე მეცხრე დღეს. ასევე, მოსწავლეებმაც იმუშავეს პრეზეზენტაციის ,, რა ხდება დედამიწის იქით?" მომზადებაზე.

воскресенье, 24 ноября 2013 г.

მოხარული ვარ, რომ განათლების სამინისტრო ზრუნავს პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მადლობას ვუხდით გაწეული ზრუნვისთვის. მაგრამ,ვფიქრობ 9 დღიანი ტრენინგ-კურსი არ იქნება საკმარისი სკოლებში ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. საჭიროა პედაგოგთა საფუძვლიანი მომზადება და გადამზადება ამ მიმართულებით.